,,ნუ გამოიდეთ თავი, სხვაგან სად აძლევენ 100 ლარს დღეში” – ვაკანსია, რომელმაც ხალხი აღაშფოთა

,,ნუ გამოიდეთ თავი, სხვაგან სად აძლევენ 100 ლარს დღეში" - ვაკანსია, რომელმაც ხალხი აღაშფოთაერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში გამოცხადებულმა ვაკანსიამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ,,გვესაჭიროება მოლარე, დილის 9-ის ნახევრიდან საღამოს 10 საათამდე, სმენებში. ანაზღაურება 20 ლარი. თხოვნა იქნება, გააზიაროთ”, – წერია განცხადებაში.

,,მოლარე გჭირდებათ თუ მონა?! იქნებ ისწავლოთ ადამიანის შრომის დაფასება!”, ,,სანამ ასეთ ხელფასებზე იმუშავებს თუნდაც ერთი ადამიანი და არ გააპროტესტებს, მანამდე არაფერი გვეშველება”, ,,როცა ნავაჭრი 3 000 ლარი გაქვს ან მეტი, მაშინ შეგიძლია მოითხოვო ხელფასის მომატება, 20 ლარი კი ამ მარმღაზიის დონეზე ნამდვილი ფუფუნებაა., ,,ნუ გამოხვედით ბრძენი სხვის საქმეში. რომ შეხვალ მაღაზიაში, უნდა ეხვეწო, დაგეხმარონ. ძაღლივით ზურგიდან გსვრიან სიტყვებს და თუ ჭორაობენ, ზედ არ შემოგხედავენ”, – წერენ სოციალურ ქსელში.

უკვე წლებია, რაც საქართველოში მინიმალური ხელფასის ზღვარის განსაზღვრას ითხოვენ, მაგრამ ვერა და ვერ დადგინდა. საკანონმდებლო წინადადებებიც არსებობს, რაც „შრომის კოდექსში“ გარკვეული ჩასწორებებს გულისხმობს, მათ შორის, ღამის ცვლაში – 22.00 საათის შემდეგ ანაზღაურების გაორმაგებას, ამასთან, ნებისმიერი სამსახურის საათობრივ ანგარიშსწორებაზე გადასვლას, რომ ხელფასი საათში მინიმუმი 5 ლარი იყოს, თანაც მზარდი –  შრომის, პასუხისმგებლობისა და დამსახურების მიხედვით.

ამასთან, დამსაქმებელს უნდა დაეკისროს ჯანმრთელობის სრული დაზღვევის ვალდებულების აღება იმ დასაქმებულზე, რომელიც სამსახურში ერთწლიანი კონტრაქტით არის მიღებული.

დღეს კი დამსაქმებლები თვითნებურად მოქმედებენ და შრომის კოდექსს თავის სასარგებლოდ იყენებენ.