თინათინ ნეფარიძე: ლიბერთის ყველა შეთავაზება მომხმარებლის ინტერესს და საჭიროებებს ითვალისწინებს
ლიბერთი, ბანკის ახალი სტრატეგიის და მთავარი მისიის ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა სახის აქციებს საბანკო პროდუქტებზე. ლიბერთის მიზანია ადამიანებს მუდმივად შესთავაზოს მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და პირობები. მაისის ბოლომდე სწორედ ასეთი აქცია გრძელდება დეპოზიტებზე, რომლის შესახებ დეტალურად საუბრობს თინათინ ნეფარიძე, ლიბერთის საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსი.
_ როგორც ვიცით ლიბერთიში დეპოზიტებზე აქცია მიმდინარეობს. საზოგადოებისთვის საინტერესოა დეტალური პირობების გაცნობა, რას სთავაზობს ბანკი აღნიშნული აქციის ფარგლებში მომხარებლებს.
_ ლიბერთი აგრძელებს საგაზაფხულო აქციას ანაბრებზე. ბანკის მიზანია გავაუმჯობესოთ ადამიანების, მათი ოჯახების და ბიზნესის ცხოვრება საქართველოში. შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები. ანაბრების საგაზაფხულო აქცია პასუხობს მომხმარებლების მთავარ ინტერესს – მიიღოს მაღალი სარგებელი. ზოგადად, ანაბრის გახსნის გადაწვეტილების მიღებისას მომხმარებელს აქვს სამი მთავარი მოთხოვნა: სანდოობა, სტაბილურობა და მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობა.
ლიბერთის აქცია ანაბრებზე გულისხმობს განსაკუთრებულ პირობებს: კერძოდ, 12 თვემდე ვადიანი ტიპის ანაბრებზე (ვადიანი, დაგროვებადი, სადეპოზიტო სერთიფიკატები) ყველაზე მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობას.
_ უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ საინტერესოა გაგვიზიაროთ მომხმარებლის ქცევა. დეპოზიტის გახსნის გადaწვეტილების მიღებისას მომხარებელს აქვს სამი მთავარი მოთხოვნა: სანდოობა, სტაბილურობა და მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობა. როგორ აკეთებს არჩევანს დეპოზიტებით დაინტერესებული მომხმარებელი ?
_ საბანკო ინდუსტრიაში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება მაქვს და დღეს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანებს აქვთ სურვილი დანაზოგი განათავსონ საიმედოდ სტაბილურ და სისტემურ ბანკში და მიიღონ მაღალი სარგებელი. სწორედ ამ კრიტერიუმებით ლიბერთის ყოველთვის ყავდა ლოიალური მეანაბრეები. მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით 31 მაისის ჩათვლით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახსნას ანაბარი ლიბერთიში და ისარგებლოს განსაკუთრებული პირობებით.
_ მნიშვნელოვანია ინფორმაცია ზოგადად დაგროვების კულტურის თაობაზე. რამდენად არის საზოგადოება ინფორმირებული ამ მიმართულებით ?
_ საბედნიეროდ, საზოგადოებაში დაგროვებისა და დანაზოგის გაკეთების კულტურა, კონკრეტული მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად, დღითიდღე უფრო ინერგება. ჩვენ, საფინანსო ინსტიტუტები, ვზრუნავთ მომხმარებლებს დავეხმაროთ თავიანთი მიზნების მიღწევაში, ხელი შევუწყოთ დანაზოგზე მაღალი სარგებლის დარიცხვით, დავეხმაროთ გადაწვეტილებების მიღებაში და შევურჩიოთ თავიანთ მიზნებზე მორგებული ანაბრის ტიპი.
_ რამდენად მარტივია თქვენი მომხმარებლისთვის ამ აქციით სარგებლობა? სხვა ბანკის მომხმარებელს თუ შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული აქციით …
_ ლიბერთი, ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა კუთხეში და ძლიერია ფილიალების ფართო ქსელით. ამიტომ, აქციით სარგებლობა მარტივად შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული დანაზოგი ან ახლა იწყებს მიზნის მისაღევად დანაზოგის გაკეთებას ან თანხის დაგროვებას, ლიბერთიში მიმდინარე თვის ბოლომდე შეძლებს ანაბრის გახსნას – აქციის ფარგლებში კი საუკეთესო პირობებით სარგებლობას.
დამატებით, თუ მომხმარებელი ანაბარს დისტანციური არხიდან გახსნის – ინტერნეტ ან მობაილ ბანკის საშუალებით, მაშინ აქციით განსაზღვრულ განაკვეთთან შედარებით კიდევ უფრო მაღალ (+0,1%) სარგებელს მიიღებს.
_. როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის მიერ შემცირდა რეფინანსირების განაკვეთი. მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, იმის განმარტება,თუ რას ნიშნავს აღნიშნული ცვლილება და როგორ იმოქმედებს არსებულ საპროცენტო განაკვეთებზე.
_ მოგეხსენებათ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა 0,5%-ით, რაც პოზიტიური ცვლილებაა და მომხმარებლებს ვინც სარგებლობს უზრუნველყოფილი სესხით, მაგალითად იპოთეკური სესხით, ყოველთვიური გადასახდელი შეუმცირდებათ. სესხზე განაკვეთის ცვლილება კი თავისთავად კავშირშია დეპოზიტების განაკვეთებთან.
მიმდინარე აქცია ანაბრებზე გრძელდება თვის ბოლომდე.
შევეცდებით მომდევნო თვეებშიც გავაგრძელოთ ექსკლუზიური შეთავაზებები და ბაზარზე კონკურენტული პირობები.