,,ბიძინას მოსყიდულს რომ მეძახით… 2013 წელს დამიკავშირდნენ, რომ ჩემსა და მიშას სიყვარულზე დამეწერა” – რას პასუხობს ია ფარულავა კრიტიკოსებს

,,ბიძინას მოსყიდულს რომ მეძახით... 2013 წელს დამიკავშირდნენ, რომ ჩემსა და მიშას სიყვარულზე დამეწერა" - რას პასუხობს ია ფარულავა კრიტიკოსებს,,10 წელი ქმარი მყავდა და ამას ვერ მოვყვებოდი”, _ ასე ახსნა მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ია ფარულავამ ,,ნანუკას შოუში” გაკეთებული განცხადება, რომ მას და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შორის დიდი რომანი იყო.

-ეს იყო ძალიან დიდი რომანი. იქიდან ძალით არავის წამოვუყვანივარ. პატარა მიზეზი მჭირდებოდა, რომ ამერიკიდან წამოვსულიყავი და ეს პატარა მიზეზი უდიდესი სიყვარული იყო.

არაფერს ვნანობ. იცით, რატომ მოვყევი? ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის და ერთხელ და სამუდამოდ ჩემი სისტემიდანაც რომ ამოვიდეს ეს ამბავი, არ შეიძლება? სიყვარული, რომელმაც თავის დროზე მეტნაკლებად დამანგრია… ახლა რას დამანგრევს…

ვიღაცები რომ მკიცხავენ და ბიძინას მოსყიდულს მეძახიან, თქვენ *** ხომ არ გაქვთ!.. რაც მთავარია, 10 წელი ამას ვერ მოვყვებოდი, იმიტომ, რომ ქმარი მყავდა. ახლა თავისუფალი ვარ.

ისე, ბიძინა, არ გინდა, რომ მომისყიდო? რაც შეეხება მოსყიდვას, სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ, 2013 წელს გაურკვეველი გამომცემლობა _ არ ვიცი, სადაური იყო, ევროპული თუ რუსული, დამიკავშირდა, რომ დამეწერა ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, სადაც იქნებოდა პიკანტური დეტალები ჩემი ცხოვრების და, რა თქმა უნდა, ჩემი და მიშას ურთიერთობაზე უნდა დამეწერა ბევრი.

დარწმუნებული ვიყავი, ნანუკა ამოჭრიდა გადაცემაში. კადრგარეშე ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით და რადგან არ ამოჭრა, ესე იგი, ასე იყი საჭირო. ერთი პატარა სიმართლეც ხომ უნდა გაჟღერებულიყო, – ამბობს ია ფარულავა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.