ია ფარულავა: ,,მიშა ჩემი მთავარი სიყვარული იყო, ჩემს საქმროს უთხრა, მე მიყვარს ია და ცოლად მომყავსო”

ია ფარულავა: ,,მიშა ჩემი მთავარი სიყვარული იყო, ჩემს საქმროს უთხრა, მე მიყვარს ია და ცოლად მომყავსო"მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ ,,ნანუკას შოუში” საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ 1998 წელს ამერიკიდან სწორედ სააკაშვილის დაჟინებული თხოვნით ჩამოვიდა, რადგან ის მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული იყო.

-ჩემი მთავარი სიყვარული იყო მიხეილ სააკაშვილი. მიშამ ჩამომიყვანა ძალით 1998 წელს. დამადგა ლოს-ანჯელესში ჩემს საქმროსთან და ჩემს საქმროს უთხრა, მე მიყვარს ია და ცოლად მომყავსო. მეტი რა მინდოდა… მიშა როგორც ყველა თავის ქალს, მეც ძალიან ცუდად მომექცა…

როგორც პოლიტიკოსზე ცუდს ვერასოდეს ვიტყვი. მან საოცარი რეფორმები გაატარა. ახლა სრულიად დაუმსახურებლად ზის ციხეში, მაგრამ, მიშა, არ გეწყინოს, როგორც ქალი, შენ მე ძალიან ცუდად მომექეცი და ეს შენ ძალიან კარგად იცი, – მიმართა ია ფარულავამ მიხეილ სააკაშვილს ,,ნანუკას შოუს” ეთერიდან.