მეწყერში 6 ბავშვია მოყოლილი, რაჭაში ვითარება ძალიან მძიმეა – ფოტო შემთხვევის ადგილიდან

მეწყერში 6 ბავშვია მოყოლილი, რაჭაში ვითარება ძალიან მძიმეა - ფოტო შემთხვევის ადგილიდან

ამ წუთებში რაჭაში, შოვში მძიმე ვითარებაა. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი და მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. როგორც „საქართველოს ამბებს“ ადგილობრივებმა უთხრეს, მეწყერში მოყოლილებს შორის 6 ბავშვია. „საქართველოს ამბები“ შოვში მყოფ რამდენიმე ადამიანს ტელეფონით ესაუბრა. მათი თქმით, ვითარება ძალიან მძიმეა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა. შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ღვარცოფმა წაიღო, რის გამოც მაშველები ადგილზე ჯერ არ მისულან.

ხალხი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გადაუდებელ დახმარებას ითხოვს.

,,საქართველოს ამბები”, ადგილზე გადაღებულ ფოტოს ,,საქართველოს ამბები” ავრცელებს