,,ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი” – რაჭაში მძიმე ვითარებაა

,,ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი" - რაჭაში მძიმე ვითარებაა

უმძიმესი ვითარებაა რაჭაში, შოვში, სადაც მეწყერი ჩამოწვა და 16 ადამიანი მეწყერშია მოყოლი, მათ შორის 6 ბავშვია.

სტიქიის ზონაში მოყოლილი ადამიანი ,,მთავართან” აცხადებს:

-მეწყერი ჩამოწვა და ველოდებით სამაშველოს. წუთი-წუთზე თუ არ მოვლენ, ყველას ჩაგვიტანს, უამრავი ბავშვია და მოხუცი. შემოსაზღვრულები ვართ, არანაირი გასავალი არ არის. 2-მეტრიანი ტალახია და ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი.