ქათამი, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს, ვერ გადარჩა – ,,მშვიდობით, ჩემო პატარა მეგობარო”

ქათამი, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს, ვერ გადარჩა - ,,მშვიდობით, ჩემო პატარა მეგობარო"ქაქათამი, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს, ვერ გადარჩა. ამის შესახებ ცხოველთა უფლედამცველი ტასო ლოსაბერიძე წერს:
,,ჩემმა კოკომ ვერ გადაიტანა პოსტოპერაციული პერიოდი, ვერ მოერია ინფექციას, სამწუხაროდ. არ მინდოდა დაწერა, იმიტომ, რომ ვიცი, ესეც საღადაო გახდება ქვის ხანაში ჩარჩენილი ხალხისთვის…
ცოცხალი არსების დახმარება და გადარჩენა ვისთვისაც სასაცილოა, გულით მეცოდება ის ადამიანი, იმიტომ, რომ ემპათიის ქონა დიდი ჯილდოა ცხოვრებაში და მათ არ გააჩნიათ. არც ერთი წუთი არ მინერვიულია არც ერთ კომენტარზე და პოსტზე, მეტიც, ძალიან კარგია, რომ ხალხმა დაინახა, ზოგი  ადამიანისთვის ქათმის სიცოცხლეც ღირებული და ძვირფასია.
ჩემთვის ძაღლი, კატა, ძროხა, ღორი, ქათამი, ბატი და ა.შ. ყველა ერთია, ყველა ცოცხალი არსებაა და ნებისმიერის დასახმარებლად წავალ, თუ დავჭირდები. იმის გამო, რომ თქვენ ჭამთ მათ, არ გაქვთ უფლება, სხვას დასცინოთ ქათმის გადარჩენის გამო. არ ვარჩევ, ნებისიერი არსების სიცოცხლე ღირებულია და არც ერთი წუთი არ დავიშურებ ჩემს შესაძლებლობებს მათთვის.
უდიდესი მადლობა, კოკოს ვეტერინარს, სანდრო ბაღათელიას, რომ შუა ღამეს გაუკეთა ოპერაცია, რადგან მეორე დღეს დაგვიანებული არ ყოფილიყო. სრულიად უფასოდ და საუკეთესოდ. მერეც ყოველდღე კავშირზე იყო და მასწავლიდა ყველაფერს.
ასევე, მადლობა ვეტმედს, სანდროსგან წამოსული პირდაპირ იქ მივედით, რეტდგენი გადაუღეს უფასოდ და სანამ ნარკოზიდან არგამოვიდა, ღამის 3 საათამდე იქ ვიყავით. მადლობა ბექა მჭედლიძეს და ჯგუფს ვეგანიზმი, რომ მომცა საშუალება, მებრძოლა ამ საოცარი არსების სიცოცხლისთვის.
კარგად იყავი, ჩემო პატარა მეგობარო”.