,,ქათამი ნარკოზიდან გამოვიდა, ყველაფერი კარგად არის” – სამტრედიიდან ჩამოყვანილ ქათამს ოპერაცია გაუკეთეს

,,ქათამი ნარკოზიდან გამოვიდა, ყველაფერი კარგად არის" - სამტრედიიდან ჩამოყვანილ ქათამს ოპერაცია გაუკეთესცხოველთა უფლებადამცველმა, ტასო ლოსაბერიძემ კიდევ ერთი არსება გადაარჩინა სიკვდილს, ამჯერად ქათამი, რომელსაც დაკვლას უპირებდნენ, რადგან ნაწლავი ჰქონდა გარეთ გამოვარდნილი. ტასომ სამტრედიიდან თბილისში ჩამოიყვანა და ექიმებმა ოპერაცია გაუკეთეს.

,,ყველაფერი კარგად არის, ნარკოზიდან ძალიან კარგად გამოვიდა, ახლა შეჭამს და დაიძინებს… კვერცხის დადების დროს ნაწლავი გამოუვარდა, 3 დღე ასე იყო. დაკვლას უპირებდნენ, ერთმა კარგმა ადამიანმა გამოართვა და მერე მე ჩავაკითხე. ნაწლავის ოპერაცია გავუკეთეთ”, – დაწერა ოპერაციის შემდეგ ტასო სულაბერიძემ, რომელსაც გადარჩენილი ჰყავს ბატკანი, გოჭი, ხბო და უამრავი ძაღლი.