შორენა ჩერტკოევა მამაზე: ,,მე და გოჩა მან დაგვაწყვილა” – გაჩეჩილაძეების დიდი სიყვარული და ოჯახური ცხოვრების საიდუმლო

შორენა ჩერტკოევა მამაზე: ,,მე და გოჩა მან დაგვაწყვილა" - გაჩეჩილაძეების დიდი სიყვარული და ოჯახური ცხოვრების საიდუმლო,,გოჩასთან მამამ დამაწყვილა” – თქვა სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა, შორენა გაჩეჩილაძე-ჩერტკოევამ ,,პრაიმშოუში“ და ატირდა.

,,თელას” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გასული წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეებს საყვარელ საქმესთან ერთად უდიდესი სიყვარული აკავშირებდათ ერთმანეთთან და ყველაფერს ამ სიყვარულით ქმნიდნენ.

,,ძალიან ძნელია ასისტენტის, ანუ ცეკვაში პარტნიორის მოძებნა. ცოლის მოყვანა უფრო ადვილია, ვიდრე პარტნიორის მოძებნა. ისევე უნდა უყვარდეს ცეკვა, როგორც შენ გიყვარს, ესმოდეს, ნიჭი ჰქონდეს… ანუ ძნელი შესარჩევია”, – უთხრა ,,სარკეს” ერთ-ერთ ინტერვიუში თენგიზ გაჩეჩილაძემ. ამავე სტატიაში ცოლ-ქმარი თავიანთ ცხოვრებაზე, სიყვარულზე, ოჯახსა და საქმეზე გულახდილად საუბრობენ (ინტერვიუ იხილეთ აქ).