დათო ტურაშვილის შვილი: ,,მამაჩემი ჯერჯერობით ნორმალურად, სტაბილურად არის”

დათო ტურაშვილის შვილი: ,,მამაჩემი ჯერჯერობით ნორმალურად, სტაბილურად არის"მწერალ დათო ტურაშვილის შვილი, ანაკო ტურაშვილი მამის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს.

,,მეგობრებო, უცნობო და ნაცნობო ადამიანებო, ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის. ძალიან გვიჭირს მეც და დედაჩემსაც, რომ ყველას გიპასუხოთ და დიდი ბოდიში.
მამაჩემი კლინიკაში წევს, აკვირდებიან, ჯერჯერობით ნორმალურად არის, სტაბილურად. დედაჩემი არის შიგნით მასთან და ყველას დიდ მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის,
,,ფორმულას” ეთერიდან, გადაცემა ,,მე-17 სართულიდან”, სადაც ძალიან ინერვიულა ბოლოდროინდელი ამბებიდან გამომდინარე, პირდაპირ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ კარგი ხალხი მკურნალობს და ყველაფერი კარგად იქნება. ისევ გავიმეორებ, რომ არ გვეშინია, არასოდეს შეგვშინებია მე და ჩემს ოჯახს და თავი დაგვანებეთ. ტროლები რასაც წერენ და მწერენ, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც კარგი ადამიანები მწერენ და გვამხენევებენ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ყველას”, – წერს ანაკო ტურაშვილი.

დათო ტურაშვილი კლინიკაში დღეს გადაიყვანეს.