,,3 დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე” – დათო ტურაშვილი

,,3 დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე" - დათო ტურაშვილიმწერალ დათო ტურაშვილის დღევანდელი ეთერი ტელეკომპანია ,,ფორმულაზე” განსაკუთრებით ემოციური იყო.
-3 დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი დამიშავებია სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათა შორის, რომ შემოვიდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი, ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები, იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით, რა მუხლით დაიჭირეს, იცით? საფრანგეთის აგენტობის. ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს იცით, რას ნიშნავს? დამსმენები, ჩამშვებები და ,,ნასედკები” დავაბრუნოთო. ჩემზე ნუ კი ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით ვინც ერთ დღეს გეუბნებათ მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს – წითელსო, – აღნიშნა დათო ტურაშვილმა.
ეთერი ნახევარი საათით ადრე შეწყდა, რადგან დათო ტურაშვილი ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.