მცხეთური ღვეზელის რეცეპტი – მის მომზადებას სახლშიც მარტივად შეძლებთ

მცხეთური ღვეზელის რეცეპტი - მის მომზადებას სახლშიც მარტივად შეძლებთმცხეთურ ღვეზელს, ისევე, როგორც აპოხტის ხინკალს, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. ამის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტომ გა­მოს­ცა.
გთავაზობთ მცხეთური ღვეზელის რეცეპტს, რომელსაც კულინარია.ჯი აქვეყნებს.
ინგრედიენტები:

1  კგ ფქვილი

2  ცალი კვერცხი
400   მლ/ლ თბილი წყალი
25  გრ მშრალი აქტიური საფუარი
1   ჩ/კ მარილი
12  ლიტრი ზეთი
500  გრ შერეული ფარში
100   გრ ბრინჯი
მწიკვი მარილი
1  ჩ/კ შავი პილპილი
1  ჩ/კ უცხო სუნელი
2  ცალი ხახვი
ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
მომზადება
დიდ თასში ჩაყარეთ 800 გრ ფქვილი, დაამატეთ 25 გრ საფუარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და 1 კვერცხი. შემდეგ დაამატეთ 400 მლ თბილი წყალი და ურიეთ ხელით, სანამ ცომის გუნდას არ მიიღებთ. შეახვიეთ, მოათავსეთ თბილ ადგილას და დატოვეთ ასე 1 საათით, რომ ამოვიდეს.
შემდეგ მოაყარეთ დარჩენილი 200 გრ ფქვილი და ზილეთ, სანამ საკმარისად არ გამკვრივდება. სამუშაო ზედაპირზე მოაპნიეთ ცოტაოდენი ფქვილი და მასზე ცომი პატარა გუნდებად დაყავით.
ამის შემდეგ წვრილად დაჭერით ხახვი და მოთუშეთ, სანამ ოდნავ არ შეიბრაწება.
ტაფაზე დაასხით 40 მლ ზეთი, დაამატეთ საქონლისა და ღორის ფარშის ნარევი, შავი პილპილი და უცხო სუნელი, ურიეთ ინტენსიურად, 5–6 წუთის განმავლობაში. მოხარშეთ ბრინჯი 1 ჩაის კოვზ მარილთან ერთად. ჩაყარეთ თასში, დაამატეთ მოთუშული ხორცი, 1 კვერცხი და ურიეთ კარგად შერევამდე.
ამის მერე გააბრტყელეთ ცომის გუნდები. მოათავსეთ შიგთავსი ცენტრში თითოეულ მათგანზე, გადაკეცეთ და შეკარით.
შეწვით 1 სმ-ის სიღრმის ცხელ ზეთში, სანამ არ შეიბრაწება. მიირთვით ცხელი.