აპოხტის ხინკლის რეცეპტი – როგორ მზადდება მესხური კერძი, რომელსაც არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

აპოხტის ხინკლის რეცეპტი - როგორ მზადდება მესხური კერძი, რომელსაც არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭააპოხტის ხინკალს, რომელიც მესხური ტრადიციული კერძია, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. ამის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ნი­კო­ლოზ აზ­ნა­უ­რაშ­ვილ­მა 2022 წლის 30 დე­კემ­ბერს გა­მოს­ცა.
როგორ მზადდება აპოხტის ხინკალი?
აპოხტი, საქონლის ხორცისგან მზადდება. დამარილებულ ხორცს ხის გობში ინახავენ. ერთკვირიანი შენახვის შემდეგ ხორცი ირეცხება. ზამთრის განმავლობაში კი აშრობენ. გამომშრალი და დამარილებული ხორცი, მეომრებს ომშიც მიჰქონდათ.

აპოხტის ხინკლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შიგთავსი:

აპოხტი 1კგ. ნიორი და შავი პილპილი გემოვნებით. აპოხტი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, მოვაყაროთ დანაყილი ნიორი, შავი პილპილი და კარგად ავურიოთ.

მომზადება:

300 გრ ფქვილს დავაყაროთ 20 გრ მარილი და ოდნავ მაგარი ცომი მოვზილოთ (ზოგი ცომში ერთ ცალ კვერცხს ამატებს) და გავაჩერთ 15 წუთი, ადვილად რომ გავშალოთ. ცომი გავშალოთ თხელ ფირფიტებად და დავჭრათ პატარა ზომის ნაჭრებად, რომ დაახლოებით პელმენისხელა ხინკლები გამოვიდეს. ვდებთ აპოხტის რამდენიმე პატარა ნაჭერს და ვახვევთ ისე, რომ ღია დარჩეს პატარა ,,პირი”.

მომზადებული ხინკლები მოვხარშოთ მარილიან წყალში. მოხარშული ხინკლები ამოვაწყოთ სასურველ ჭურჭელზე, მოხარშულს ზემოდან მოვასხათ კარაქში ან ერბოში მომწვარი ხახვი.

ამ ხინკალთან აუცილებლად მიაქვთ სუფრაზე ნიორწყალი, შავი პილპილი და კარგი არაყი.