
,,ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ ეს კონკრეტული ჯიში არაა არც ძიძა (არც ერთი ძაღლი არაა ძიძა!) და არც მწყემსი ძაღლი! დიახ, პიტბული მოჩხუბარი ძაღლის ჯიშია და ვერ ვაქცევთ დეკორატიულ ჯიშად! ცუდი მოსასმენია, მაგრამ რეალობა ესაა და ნუ ატყებთ სხვას და ნუ იტყუებთ თავს! ამ ჯიშის ყოლას სჭირდება გამოცდილება, წვრთნა, ვარჯიში, დრო და ენერგია! სხვა შემთხვევაში ვიღებთ ცუდ შედეგს და ძაღლს ბრალდება ყველაფერი!..
იუთუბის კინოლოგების და ნაჯარიანის მიმდევრების გასაგონად ვამბობ, რაც არ იცით, არ უნდა აკეთოთ! ვითომ კინოლოგებო, თქვენ აფუჭებთ ბევრ რაღაცას და თქვენზეა ბევრი გაუბედურებული ძაღლი და პატრონი! ძაღლის თოკით ჩამოკიდება და ჰაერში ბზრიალი არაა სწორი ქმედება! ცოტა აზრზე მოდით!”