ვიკა ბუკია: ,,მარტო ამ განცხადების გამო უნდა ვიწვოდეთ სირცხვილით”

ვიკა ბუკია: ,,მარტო ამ განცხადების გამო უნდა ვიწვოდეთ სირცხვილით''ტელეწამყვანი ვიკა ბუკია ,,ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის ანტიამერიკულ განცხადებას ეხმაურება.
,,სენატორ შაჰინს ჩათლახს ეძახის ვიღაც მონდომებული ზარქუა. და კობახიძე ამბობს, ენჯეოებმა იდარდონ ამერიკული დახმარებაო. გუგლში კელი დეგნანი რომ აკრიფო, შეგრცხვება. ხან დევნილ ბავშვებს ხვდება ცხინვალიდან, ხან ჩაის პლანტაციებში გურულებს, ხან ამერიკაში სწავლაზე მეოცნებე ზუგდიდელებს,
ხან წეროვანში მცხოვრებ დევნილებს, ჯარს, პოლიციას, სასწრაფო დახმარების ექიმებსა თუ მეხანძრეებს. მღვდლებს. და მათ შორის, იმ გარეწრებს მას რომ ლანძღავენ.
კიდევ უფრო შორს თუ წახვალ, დეგნანამდე, და გადაავლებ არქივს 30 წლიდან დღემდე, მართლა დაიწვე უნდა სირცხვილით. რამდენი საქართველოს მოქალაქე მკვდარი იქნებოდა, რომ არა ცე ჰეპატიტიტის პროგრამა; და რამდენი დევნილი – უსახლკარო. რამდენი სკოლა – ჩამონგრეული და რამდენი გზა ამოთხრილი. და ენჯეოებმა იდარდონო – კობახიძემ. ასე უხდის მადლობას ჩვენი სახელით ამ ქვეყნის ყველაზე დიდ მეგობარს… მარტო ამ ერთი განცხადების გამო უნდა ვიწვოდეთ სირცხვილით.
ზარქუაზე საერთოდ კომენტარს არ გავაკეთებ. ისინი ბიძინას მაინც ეფლირტავებიან და ეს მთლად ღარიბაშვილს (რომელიც ზედ არ უყურებდა) ეკურკურებოდა გუშინ.
რანაირად მოვედით აქამდე? მართლა რა ჩათლახობაა, ასე წიხლი ჩაარტყა იმას,  ვინც 30 წელია, ცდილობს, ფეხზე დაგაყენოს და ამაში 6 მილიარდს ხარჯავს.
რეალობა ესაა: რაც არ უნდა ბევრი მადლობები ვუხადოთ სტატუსებში, ეთერებში ამერიკელებს სწორედ კრებსითი კობახიძე გამოხატავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას, რომელიც 30 წლის თავზე, უპრეცენდენტოდ მასშტაბური დახმარების პასუხად ორ სიტყვაში ჩაატიეს: ,,ენჯეობმა იდარდონ.”
დიახ, ეს სიტყვები დღეს ჩვენ ვთქვით”, – წერს ტელეწამყვანი და აქვეყნებს ფოტოს, სადაც საქართველოში ამერიკის ელჩი ,,ფაიზერის” ვაქცინას ხვდება, რომელიც ამერიკამ ჩვენს ქვეყანას უსასყიდლოდ გამოუგზავნა.
,,ფოტოზე კელი ხვდება ,,ფაიზერის” ნახევარ მილიონ ვაქცინას, რომელიც იმ 27 მილიონი დოლარის დახმარებას დაემატა, რასაც შეერთებული შტატების მთავრობა უწევდა საქართველოს პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად. და რამდენი ადამიანის სიცოცხლე იხსნა ამ ფუთებმა. თქვენ უნდა წარმოიდგინოთ”, – აღნიშნავს ჟურნალისტი.