თამო კეშელავა: ,,რამდენს ბედავთ, ბიჭო! გამისკდა გული, ვინ ხართ, რა ხართ?”

თამო კეშელავა: ,,რამდენს ბედავთ, ბიჭო! გამისკდა გული, ვინ ხართ, რა ხართ?"ჟურნალისტი თამო კეშელავა იმ ტრაგედიას ეხმაურება, რაც გორელი გოგონას ოჯახში ტრიალებს _ თურქეთის კლინიკა 15 წლის გოგონას ცხედარს მშობლებს არ ატანს, რადგან დავალიანება 50 ათას დოლარამდე აქვთ.
,,მართლა რამდენს ბედავთ, ბიჭო! ოთხი დღეა სოციალურ ქსელში იწერება და სამი დღეა, 72 საათია მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოჯახს გარდაეცვალა თურქეთში ერთადერთი, 15 წლის შვილი კლინიკაში და ვერ ფარავს მკურნალობის ხარჯებს და არ ატანენ ცხედარს და რეაქცია არ გაქვთ!
მამა გახდა იძულებული, პირდაპირ ეთერში ეტირა და დახმარება ეთხოვა, შვილის გარდაცვალებიდან 4 დღის მერე და საუბარია 44 ათას დოლარზე, მათხოვრებო, უმაქნისებო!
4 დღეა ვწერთ, 4 დღეა და მამა აიძულეთ, პირდაპირ ეთერში ეტირა და ისე ეთხოვა დახმარება და მერე იტყვით, ოცნება საქმეს აკეთებს, მაგრამ პიარი არ უვარგაო? არც პიარი უვარგა, არც გული და უსაქმურიცაა! ფუუ, მართლა რა!
ჯერ ხომ აიძულებენ ოჯახებს, ლარლარობით ითხოვონ სამკურნალო ფული და ისე წავიდნენ თურქეთში და ვინ იცის, დროულად რომ ჰქონდეთ ამ ბავშვებს მკურნალობა და სამკურნალო ფული, რამდენი გადარჩებოდა და ახლა ცხედრის გადმოსვენებაზეც ჩუმად არიან. გამისკდა გული, ვინ ხართ, რა ხართ?
ახლა გამოხტებიან და დაწერენ, ჩვენ ეს დღეებია ხაზზე ვართ კლინიკასთან, მორგთან, ცხედრის მეთვალყურესთან, საელჩოსთან, ელჩთან, ელჩის მდივანთან, ელჩის დივანთან – რად უნდა 4 დღე ცხედრის გადმოსვენების საკითხის მოგვარებას? 15 წლის ერთადერთი შვილი მოუკვდა მამას და სამკურნალო ფული ხალხმა ხომ აუგროვა, ცხედარი მაინც გადმოასვენეთ, უმაქნისებო და გლოვა მაინც დააცადეთ ოჯახს, ნუ ატირებთ ეთერ-ეთერ.
არაფერს ეს აღარ ჰგავს და გითხრათ, რამდენს ბედავენ? ზუსტად იმდენს, რამდენსაც ვაბედინებთ!!! ვიგინო, მინდა და ყველაფერი ცუდი მინდა, რომ ვთქვა…
და მერე ვხვდები, რა უნდა ვთქვა იმაზე ცუდი, რომ 15 წლის შვილის ცხედართან ზის 4 დღეა მამა და ელოდება, როდის გაიღვიძებს მთავრობა და როდის აჩვენებს ღარიბაშვილის ნახევარმილიონიანი საათი, რომ მისი შვილის ცხედრის გადმოსვენების დროა!” – დაწერა თამო კეშელავამ, ცოტა ხნის შემდეგ კი პოსტს ჩაამატა:
,,მოკლედ, უჩვენებია პრემიერის ნახევარმილიონიან საათს ამასობაში გადმოსვენების დრო! სანამ პირდაპირ ეთერში არ ატირეს მამა და სანამ ჭკუიდან არ გადაგვიყვანეს, კვირა დღიდან მოყოლებული ხუთშაბათამდე ერთი ბავშვის გადმოსვენების ამბავი ვერ მოაგვარეს და ახლა დაგვსდევენ კომენტარ–კომენტარ და წერენ, გადმოასვენებენო, ხო, მამამ რომ ტირილით ითხოვა გადმოსვენებაში დახმარება და ხალხი გაგიჟდა კიდევ ერთხელ, მერე გადმოასვენებენ, კი და ეს ცვლის იმას, რაც კვირა დღიდან მოყოლებული ტრიალებს?”.