თამარ მაყაშვილი დასაჯეს – ,,სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, რეპერტუარიდან მოიხსნა”

თამარ მაყაშვილი დასაჯეს - ,,სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, რეპერტუარიდან მოიხსნა"მსახიობ თამარ მაყაშვილის გარშემო სკანდალი არ წყდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოდიში რამდენჯერმე მოიხადა, დღეს ცნობილი გახდა, რომ ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა.

ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი:

„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ემიჯნება თეატრის დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.

ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები. აღნიშნულიდან გამომდინარე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები.“

შეგახსენებთ, რომ თამარ მაყაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის” გადაცემაში ,,ჩვენი ოჯახი” თქვა: „არასდროს ვაცმევდი ამათ სულელურ კაბებს და იმ დღეს გავიხედე, კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაც საშინელი ბეშუმური კაბა“.