სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ავრცელებს პოსტს, სადაც პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
,,შსს-ს იდენტიფიცირებული ჰყავს დამნაშავეები, ფულის სანაცვლოდ გაჩუმებაც შემთავაზეს. რაც უარი განვაცხადე ფულის აღებით გაჩუმებაზე (ზარალის ანაზღაურებას ვითხოვ, ცხადია) და მოვითხოვე, მცნონ დაზარალებულად (რაც საქმის მასალაზე წვდომას მაძლევს), რომ დამნაშავის ვინაობა და მოტივი შევიტყო, პოლიცია გამებუტა და აღარ მელაპარაკება. არ სურთ საქმის გახსნა და გასაჯაროება. ამას ვწერ პრევენციულად, თითქმის ყოველ ღამე ორკები მხვდებიან სახლთან და რამე თუ შემემთხვა, პოლიციის ხელის დაფარებით სტიმულირებული დანაშაული იქნება”, – დაწერა სამოქალაქო აქტივისტმა.
შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს ნატა ფერაძის მანქანა დააზიანეს. მან გაავრცელა ფოტო და ვიდეომასალა, რომლებზეც ასახულია მის მანქანაზე უხამსი წარწერების გაკეთების პროცესი და შედეგი. ფერაძე ამას თბილისის მერის მიმართ კრიტიკასა და ,,ალტ-ინფოს” წინააღმდეგ გაჟღერებულ პოზიციას უკავშირებს.