ქარელის მერია ,,ღამის შოუს” ბენდს 17 ათას ლარს გადაუხდის – ,,გადაწყვეტილება მიღებულია”

ქარელის მერია ,,ღამის შოუს" ბენდს 17 ათას ლარს გადაუხდის - ,,გადაწყვეტილება მიღებულია"5 ნოემბერს ქარელობის გალა კონცერტზე ტელეკომპანია ,,იმედის” იუმორისტული გადაცემის ,,ღამის შოუს” ბენდი იმღერებს. ქარელის მერია მათ 17 000 ათას ლარს გადაუხდის.

-გადაწყვეტილება მიღებულია, შესყიდვების სააგენტომ ნებართვა მოგვცა 17 ათასის ლარის დახარჯვაზე, – უთხრა რადიო ,,მოზაიკას” ქარელის მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსმა, ვახო თურქაძემ.

გალა კონცერტი 19 საათზე დაიწყება.

რადიო ,,მოზაიკა”