მონაზვნის ცემისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე ლაშა ტალახაძე და ვასილ გამგონაძე დააკავეს

მონაზვნის ცემისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე ლაშა ტალახაძე და ვასილ გამგონაძე დააკავეს70 წლის მონაზვნის ცემისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე პოლიციამ 27 წლის ლაშა ტალახაძე და 39 წლის ვასილ გამგონაძე დააკავა – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ,,პრაიმ ტაიმმა” დაწერა და ფოტოებიც გამოაქვეყნა.

გამოცემის ინფორმაციით, 27 წლის ლაშა ტალახაძემ საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. ის სასჯელს ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა. ხაშურში სტუმრად მეგობართან, ორი დღის წინ ჩავიდა. წარსულში ნასამართლევი იყო მეორე დაკავებულიც. ვასილ გამგონაძე სასჯელს ყაჩაღობაზე იხდიდა.

გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობისა და გაუპატიურების უმძიმეს საქმეზე გრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს საპატიმრო დაწესებულებაში დიდი დროის, 13 წლის გატარება მოუწევთ.

პრაიმ ტაიმი