,,კოლექტიურ ეპისკოპოს სვიმონებს! – ჩამოდით! საკუთარი თვალით უნდა გაჩვენოთ, სად არის ღმერთი, სად არის ჰუმანური ხელისუფლება” – ნუგზარ სულაშვილი

,,კოლექტიურ ეპისკოპოს სვიმონებს! - ჩამოდით! საკუთარი თვალით უნდა გაჩვენოთ, სად არის ღმერთი, სად არის ჰუმანური ხელისუფლება" - ნუგზარ სულაშვილისაფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი სოციალური ქსელით მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში ბევრი ბავშვის ბედის შეცვლა შეუძლიათ, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებენ.
,,კოლექტიურ ეპისკოპოს ,,სვიმონებს!”. 22 ნოემბერს ვიწვევ საფრანგეთში ქ. ბორდოს პერიგრინის ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში, სადაც მათგან და მათი ხელისუფლებისგან დავიწყებულ, მიგდებულ 6 წლის პაციენტს უტარდება რთული ოპერაცია.
სასურველი იქნება, თუ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ხელმძღვანელობაც გვეწვევა, სადაც განუცხადეს, რომ სახელმწიფო 20 000 ლარით დაგიფინანსებთ შვილის სიცოცხლეს, დანარჩენზე ,,თავშიც ქვა გიხლიათო”!
ჩამოდით! ჩამოდით! საკუთარი თვალებით უნდა გაჩვენოთ, სად არის ღმერთი; სად არის ჰუმანური ხელისუფლება; სად არიან მაღალი ზნეობის და პროფესიონალიზმის ექიმები! თქვენი თვალით უნდა გაჩვენოთ სასოწარკვეთილი მშობლების თვალები, რომლებსაც გამოსძალეთ უკანასკნელი თეთრი, რომლებსაც წაართვით იმედი და წაართვით ღმერთი!”.