გიული ალასანია: ,,ვერცხლის წყალი იქნა აღმოჩენილი, რაც მხოლოდ ხელოვნური გზით შეიძლებოდა მოხვედრილიყო”

გიული ალასანია: ,,ვერცხლის წყალი იქნა აღმოჩენილი, რაც მხოლოდ ხელოვნური გზით შეიძლებოდა მოხვედრილიყო"საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახისთვის ტოქსიკოლოგთა დასკვნა ცნობილია _ ორგანიზმში ვერცხლის წყალია აღმოჩენილი. მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, ეს ნივთიერება მხოლოდ ხელოვნური გზით შეიძლებოდა, რომ მოხვედრილიყო ორგანიზმში.

-ვერცხლის წყალი იქნა აღმოჩენილი. უცნობია, როგორ მოხვდა ორგანიზმში. ინტოქსიკაციაა და ესეც იძლევა საფუძველს გათავისუფლების. ეს ნივთიერება მხოლოდ ხელოვნურად შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ორგანიზმში, თვითონ ვერ გადაყლაპავდა, იზოლირებული იყო… დასკვნაში დემენციაა რამდენჯერმე ნახსენები, რაც ასევე იძლევა გათავისუფლების საფუძველს, – ამბობს გიული ალასანია ,,მთავართან”.