ეკა კვესიტაძე თბილისის მერიას – ,,თქვენზე ბოროტი და ქალაქის მცხოვრებლების მოძულე არავინ არსებობს!”

ეკა კვესიტაძე თბილისის მერიას - ,,თქვენზე ბოროტი და ქალაქის მცხოვრებლების მოძულე არავინ არსებობს!",,მთავარის” ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალური ქსელით თბილისის მერიას მიმართავს იმ პრობლემით, რომელიც დედაქალაქის მცხოვრებლებს უკვე დიდი ხანია, ძალიან აწუხებთ.

,,თქვენზე ბოროტი და საკუთარი ქალაქის მცხოვრებლების მოძულე არავინ არ არსებობს. ჯერ ხომ მთელი ზაფხული აწამეთ ხალხი მელიქიშვილზე ჩამავალ ქუჩებზე, ერთი ნიშნის ჩამოკიდება რომ დაგეზარათ. ახლაც იგივეა. ისევ გადაკეტეთ ქუჩები და ერთი პატრული არ არის, რომ მძღოლები დააკვალიანოს,  სად არ შეიძლება ჩახვევა. არის ერთი გნიასი და გინება. შეგეწიოთ!” – წერს ეკა კვესიტაძე.