ნიკოლოზ ბასილაშვილი მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო

ნიკოლოზ ბასილაშვილი მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნოსაქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო.

-ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერში იყო გარკვეული ეპიზოდები, სადაც ისმის ბილწსიტყვაობა, არაეთიკური სიტყვები, მაგრამ ამის საპირწონედ გვაქვს ჩანაწერები, სადაც ნელი დოროყაშვილი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს ნიკოლოზს.

რაც შეეხება ეკონომიკურ ძალადობას, რომ უბლოკავდა შესაბამის ,,კარტას” და იძულებული ხდებოდა, დახმარება მიეღო მეგობრებისგან და ახლობლებისგან… აქ საყურადღებო იყო ეპიზოდი, როცა, დაზარალებულის თქმით, აშშ-ში ,,ფიზიკური ძალადობის” შემდეგ იძულებული გახდა, დახმარება მიეღო მამის მეგობრისგან. დავინტერესდით, ვინ იყო მამის მეგობარი და, სასამართლოს გასაოცრად, დაზარალებულმა არ დაასახელა ამ ადამიანის სახელი და გვარი… – განაცხადა მოსამართლემ.

განაჩენის წარდგენა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.