ძმების ჩხუბმა დის სიცოცხლე შეიწირა

ძმების ჩხუბმა დის სიცოცხლე შეიწირასიღნაღში ძმამ და მოკლა. მკვლელობა ტიბაანი-ჯუგაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოხდა. როგორც ამბობენ, ქალი ძმებს ჩხუბის დროს აშველებდა, ამ დროს კი ერთ-ერთმა ძმამ ფიზიკური დაზიანება მიაყენა და ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.