დემნა გვასალია: ,,საქართველოში ვერ დავბრუნდები, რადგან იქ მოკვლით მემუქრებიან”

დემნა გვასალია: ,,საქართველოში ვერ დავბრუნდები, რადგან იქ მოკვლით მემუქრებიან",,ფუფუნება იმისთვისაა, რომ სიმდიდრე წარმოაჩინო. მე მირჩევნია, ვატარო ჩანთა, რომელიც არ დამამსგავსებს ბურჟუაზიულ ავ ქალბატონს, ვისაც ამის ფუფუნება აქვს”, – ამბობს ,,ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გამოცემა NYT Style Magazine-თან და ულახდილად საუბრობს თავის სექსუალურ ორიენტაციასა და საფრთხეზეც, რაც საქართველოში ემუქრება ჰომოფი ნათესავებისგან.

-საქართველოში ვერ დავბრუნდები, იქ სიკვდილით მემუქრებიან. ჩემი ღვიძლი ბიძაა ერთ-ერთი მათგანი… იმ ქვეყანაში ვარ გაზრდილი, სადაც ვერ ვიტყოდი, რომ გეი ვარ, ყოველთვის ვცდილობდი, მაგარი ბიჭის როლი მეთამაშა, რომელსაც შეეძლო იმ უბნებში გადარჩენა, სადაც ვცხოვრობდი. მაგრამ შინაგანად ამას ვერ ვგრძნობდი… – უყვება გამოცემას დიზაინერი.