გამაოგნებელი ამბავი! – ,,ლაივი ჰქონდა ჩართული და პაციენტებს აშაყირებდნენ, ერთი სუიციდზე ღადაობდა, მეორე – დაძინებულ პაციენტზე” – როგორ დასცინიან ახალგაზრდა ქართველი ექიმები პაციენტებს

გამაოგნებელი ამბავი! - ,,ლაივი ჰქონდა ჩართული და პაციენტებს აშაყირებდნენ, ერთი სუიციდზე ღადაობდა, მეორე - დაძინებულ პაციენტზე" - როგორ დასცინიან ახალგაზრდა ქართველი ექიმები პაციენტებსროდესმე წარმოიდგენთ ასეთ რამეს, რომ ადამიანი კლინიკაში სიცოცხლისთვის  იბრძოდეს აპარატზე მიერთებული, გვერდით კი მედპერსონალი ტიკ-ტოკს წერდეს და მის მდგომარეობას აბუჩად იგდებდეს? ხომ ვერ წარმოიდგენთ? არადა ასეთი ქართველი ტიკტოკერების, ე.წ. ექიმების ვიდეობს მრავლად შეხვდებით. უკვე ბევრი წერს ამაზე, აპროტესტებენ, მაგრამ ამაოდ, ტიკტოკერი ,,ექიმები” ისევ რთავენ ლაივებს კლინიკებიდან და გაჭირვებული პაციენტების პალატებიდან ვიდეობს წერენ.

ასეთ შემთხვევაზე წერს ექიმი ზურა სიხარულიძეც სოციალურ ქსელში.

,,ზოგადად რატომ აბარებენ სამედიცინოზე და რატომ ხდებიან ექიმები, აი, ვერ ვხდები. მართლა კატასტროფაა. ხანდახან ისეთებს ხედავ ტიკ-ტოკზე განსაკუთრებით მორიგეობებიდან და პაციენტებზე რაღაც ისტორიებით, არ ვიცი, არ ვიცი, კომენტარიც არ მაქვს… ჰგონიათ, რომ შაყირობენ, ამ დროს დღეს სამი შემხვდა ასეთი. ერთი სუიციდზე ღადაობდა, მეორე დაძინებულ პაციენტზე, მესამეს ლაივი ჰქონდა ჩართული და პაციენტებს აშაყირებდნენ,  აშაკრად სტუდენტები იყვნენ… რაღაც ვიდეოებს და ლაივებს რთავენ და იქ არის პაციენტების შაყირი და რაღაც სისულეები. აი, ყველა ზღავრს ცდება მაგათგან.  როგორი ექიმი უნდა გაიზარდოს, მე არ ვიცი ან საერთოდ რა უნდათ მედიცინაში… მორიგეობიდან ტიკ-ტოკებს რომ წერ და ლაივებს რთავ და პაცინტებზე ღადაობ, აი, ვერ ვხდები, სასაცილო ჰგონიათ ამათ ეს ყველაფერი”.

გამაოგნებელი ქალბატონი ნინო ნადირაძის კომენტარიც, სადაც წერს:

,,ბატონო ზურა, შარშან რომ გავაპროტესტე მსგავსი ვიდეოები, ხალხმა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გადამიარა. თურმე მედპერსონალსაც აქვს გართობის უფლება. ვიდეო გადაღებული იყო nicus განყოფილებაში, იქ, სადაც ჩვილები სიცოცხლეს ებრძვიან. ეს თემა იმდენად სათუთია ჩემთვის, რომ მოვკვდი იმ ვიდეოს ყურების დროს. წარმოვიდგინე, თუ როგორ ებრძვის ჩემი შვილი სიკვდილს და ვის იმედადაც მყავს დატოვებული, ისინი ბოდიში და, საჯდომს აქნევენ. მომკლეს მეორედ ჩემს შვილთან ერთად”.