ელისო კილაძე: ,,განცხადებებით საუბარი არ გიტყდებათ?! ვანო ჯავახიშვილს დაუწუნეთ ერთგულება?! ეს საჯარო ცირკი და სეირი რატომ მოაწყვეთ?!”

ელისო კილაძე: ,,განცხადებებით საუბარი არ გიტყდებათ?! ვანო ჯავახიშვილს დაუწუნეთ ერთგულება?! ეს საჯარო ცირკი და სეირი რატომ მოაწყვეთ?!",,მთავარმა” ვანო ჯავახიშვილის და მისი გუნდის ,პირველზე” წასვლის მიზეზები განმარტა საჯარო განცხადებაში და დაწერა, რომ ,,ვანოს შოუს” ნაცვლად სხვა იუმორისტული გადაცემა გავა ეთერში, იქვე კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ შოუში იქნება ნაკლები პოლიტიკა და მეტი იუმორი.

,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე ვანო ჯავახიშვილის ,,პირველზე” გადასვლას და ,,მთავარის” მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და წერს:

,,#თავისუფლებამიშას – წარწერა რომ მოიხსნა ეკრანიდან, თურმე ევროპელი დონორების მოთხოვნით, იმათ რა ქნეს, დააფინანსეს ტელევიზია?!
არ გავიხსენებდი – დღევანდელი განცხადების ეს ფრაზები რომ არა – ნაკლები პოლიტიკა, მეტი იუმორი (ეს ეტყობა სპონსორის ახალი მოთხოვნაა) და თქვენ მართლა გგონიათ, რომ მატყლს ვწეწავთ აქ და ან თათბირზე გაკეთებული განცხადებები არ ვიცით (ანგაჟირებული მიშას დასრულების შესახებ), ან მენეჯმენტის ყოველთვიური ხელფასის ოდენობა (ბევრი მიზეზის გამო საჯაროდ არ ვწერთ.და ამ მიზეზებში უპირველესი ნიკას პატიმრობაა)?!  განცხადებებით საუბარი არ გიტყდებათ?! ვანო ჯავახიშვილს დაუწუნეთ ერთგულება?! ეს საჯარო ცირკი და სეირი რატომ მოაწყვეთ?!”.