,,ვაი, შენს დედას, შვილოო! გული მეწვის!” – ლიზი ხურცილავამ სკოლა წელს დაამთავრა…

,,ვაი, შენს დედას, შვილოო! გული მეწვის!" - ლიზი ხურცილავამ სკოლა წელს დაამთავრა...დღეს ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ავარიაში ლიზი ხურცილავა დაიღუპა. ამის შესახებ ხარაგაულის ერთ-ერთი სკოლა წერს:

,,ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის წლევანდელი კურსდამთავრებული ლიზი ხურცილავა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, კლასელებს, მეგობრებს ამ საოცრად ღიმილიანი, პატარა, კაფანდარა გოგოს გარდაცვალებას. ძალიან საყვარელი გოგო იყო, სალამს ვერ დაასწრებდი სკოლაში მისულს, ცეკვა უყვარდა, მხიარულება, ადამიანები. ბევრი ლამაზი ოცნება დარჩა, ბევრი უთქმელი დარდი. ანგელოზი იყო და ანგელოზად გაფრინდა იმ სამყაროში”.

,,ლიზო, ჩემო ციმციმა და კეთილო უთბილესო, რატომ, შვილო, რატომ დაგვტოვე. შენ ხომ ახლა გიხაროდა სიცოცხლე. ვაი, შენს დედას, შვილოო! გული მეწვის, შენ ხომ ძალიან გიყვარდა ყველა და რიტა დეიდა. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ჩემო ლამაზო”, – წერს ლიზა ხურცილავას ოჯახის ახლობელი, რიტა მდივნიშვილი და ფოტოებს ავრცელებს.