უგემრიელესი კერძი გოგრის ყვავილებისგან – გულნარა მიქანაძე-სვანიძის რეცეპტი

უგემრიელესი კერძი გოგრის ყვავილებისგან - გულნარა მიქანაძე-სვანიძის რეცეპტიქალბატონი გულნარა მიქანაძე-სვანიძე ფეისბუქმეგობრებს ძალიან საინტერესო კერძის რეცეპტს უზიარებს, რომელიც გოგრის ყვავილებისგან კეთდება.
,,დავკრიფე ხაპის (გოგრის) ყვავილები – სურათი 1;
გავაკეთე ფაფა, რომელიც ასე მზადდება: 2 კვერცხი მარილი, ფქვილი და დრო და დრო ვამატებდი ლუდს და რძეს, სანამ არაჟანის სისქის ცომი არ მივიღე. ყვავილები ამ ფაფაში ამოვავლე და ცოტა ზეთში შევწვი ორივე მხარეს,ზემოდან შაქარი მოვაყარე – სურათი 2;
მოვხარშე ბრინჯი ცალკე და მოხარშული, გატარებული ხორცი ავურიე, შემდეგ  ჩავტენე ყვავილებში. ზემოდან კი ფუნჯით წავუსვი ზეთი და შევწვი ჰაერღუმელში
სურათი – 3″.
ქალბატონ გულნარას კომენტარებში უწერენ: ,,კვახის ყვავილებისაგან ტოლმას აკეთებენ საქართველოს ძირძველ მხარეში, ტაო-კლარჯეთში”, ,,მეც გავაკეთე შენი რეცეპტით, უგემრიელესია”, ,,აი, გოგრის ყვავილისგან თუ რაიმე კერძი კეთდებოდა, ნამდვილად არ ვიცოდი. კულინარიაშიც უნიჭიერესი ყოფილხარ”.