,,რა ჯანდაბას ასწავლით შვილებს, რას ეუბნებით, რომ ადამიანი მხოლოდ კაცია?!” – 30 წლის თინი ქმარმა გაგუდა

,,რა ჯანდაბას ასწავლით შვილებს, რას ეუბნებით, რომ ადამიანი მხოლოდ კაცია?!" - 30 წლის თინი ქმარმა გაგუდასაქართველოში ფემიციდი უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. კიდევ ერთი ქალი მოკლა ქმარმა, ამჯერად ავლევში. 30 წლის ქალი ქმარმა გაგუდა.

„ვაჰ, რა უბედურებაა, რა გვჭირს?! ეს გოგო ჩემი თანასოფლელია, ქმარმა იმსხვერპლა. ჩვენი საზოგადოების სენი გახდა ეს საშინელი ქცევა. როგორ ზრდით ბიჭებს? რა ჯანდაბას ასწავლით? რას ეუბნებით, რომ ადამიანი მხოლოდ კაცია? ისევ თქვენ დალევთ მერე ქალების სადღეგრძელოს, ფუ,  რანაირი ხალხი ხართ. ძალიან კეთილი და ძალიან თბილი გოგო იყო თინი. ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს”, – წერს ნიკა მოსიაშვილი.

– უი, დედა… კისრის არეში აქვს, თვალიც ჩაწითლებულ აქვს, ფრჩილები გალურჯებული. მაყვლის მოსაკრეფად წავიდნენ და ასეთი ამბავი მოხდა. ბიჭების უნახავთ და მათთვის უთქვამს, გოგო შემომაკვდაო… შვილის გულისთვის ვითმენდი, მეგონა, გამოსწორდებოდა, – ყვება მოკლული ქალის მამა ჟურნალისტებთან.