,,ყელში დანა ჰქონდა გარჭობილი” – რა მოხდა ვალეში

,,ყელში დანა ჰქონდა გარჭობილი" - რა მოხდა ვალეშივალეში 50 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მას ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ნაისი არახამიაა, რომელიც ვალეში, კულტურის სახლში მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და დანა თავად ჩაირტყა. ,,მეზობელი რომ ავიდა, გარდაცვლილი დახვდა. ყელში დანა ჰქონდა გარჭობილი”, – ამბობს ქალის მეზობელი.

-დაზიანება თავად მიიყენაო, მაგრამ არ ვიცი. თავად ამას როგორ შეძლებდა?”, – ამბობს ვალეს საკრებულოს დეპუტატი, მერი ხაბეიშვილი.

როგორც ყვებიან, ქალს სუიციდის მცდელობა მანამდეც ჰქონდა.

გარდაცვლილი ქალის ფოტოს ავრცელებს tia.ge