
თამთა ჩიგლაძე წერს: ,,ამ საყვარელმა არსებამ მეზობლის ბავშვს ნაყინი “წაართვა”, შემთხვევით გაკაწრა და გაუძახეს ცხოველთა მონიტორინგში.
ერთ დროს პატრონიც ჰყავდა, თუმცა სასწრაფომ წაიყვანა გარდაცვალებამდე, მის მერე სულ სასწრაფოს მანქანებს ეკიდებოდა და სირენის ხმას ყვებოდა.
ახლა პატიმარივით გალიაშია შეშინებული მოთავსებული, გაურკვევლობაში.
გთხოვთ, იქნებ ვინმეს შეგეძლოთ მისი აყვანა ან ბოლო ვარიანტად მიკედლება მაინც, ყველანაირად დაგეხმარებით. გაავრცელეთ რა”.