ნიკა ქავთარაძე: ,,საშინელებაა, საშიშიც, რომ ამას შეგუებულები ვართ”

ნიკა ქავთარაძე: ,,საშინელებაა, საშიშიც, რომ ამას შეგუებულები ვართ"ტელესახე ნიკა ქავთარაძე წერს პრობლემაზე, რომელიც განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ბოლო პერიოდში.
,,ის ენა, რომლითაც ერთმანეთთან ვკონტაქტობთ, ის ცინიზმი, რომლითაც ერთმანეთს მივმართავთ, ის აგრესია, რომელსაც ერთმანეთის მიმართ ვავლენთ, არანაირად, ვიმეორებ – არანაირად არაა გაჭირვების და სიღარიბის ბრალი.
90-იან წლებში, როცა რამდენიმე დღის პურს ორთქლზე ვარბილებდით, როცა შიმშილისგან თავის გადასარჩენად ადამიანები საკუთარ ოქროს კბილებს ყიდდნენ, როცა კვირები გადიოდა ისე, რომ ხორციან საჭმელს ვერც კი წარმოიდგენდი ადამიანი, როცა უფულობის გამო ადამიანები ვაკიდან ვარკეთილში ფეხით დადიოდნენ – არაფერი დღევანდელობის მსგავსიც კი არ ხდებოდა ადამიანებს შორის.
ამ პრობლემაზე იმდენს ვფიქრობ, შეიძლება დისერტაციაზე დავიწყო ფიქრი.
რა ვუყოთ ამ საშინელ ტრენდს, ხალხო?! არაფერი არ გამოგვივა, არათუ ქვეყნის აშენება. როგორ ვისწავლოთ ადამიანებთან ღირსეული, კულტურული, ზრდილობიანი ურთიერთობები?! სულ იმაზე ვფიქრობ, მტერი რომ დეტალებს ხვდებოდეს, რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობის ფორმების გამო.
საშინელებაა, საშიშიც, რომ ამას შეგუებულები ვართ”, – წერს ნიკა ქავთარაძე.