მაია ბაჩანაშვილი: ,,ათენის აეროპორტში ქართველებს ვუყურებდი და სირცხვილით მოვკვდი… რატომ აკეთებთ ამას?!”

მაია ბაჩანაშვილი: ,,ათენის აეროპორტში ქართველებს ვუყურებდი და სირცხვილით მოვკვდი... რატომ აკეთებთ ამას?!"საბერძნეთში მცხოვრები მაია ბაჩანაშვილი ფეისბუქპოსტში აღწერს თანამემამულეების აეროპორტში მოქცევას და წერს:
,,გუშინ ათენის აეროპორტში ჩემი თვალით დანახული ქართველი მინდა დაგანახოთ. რეგისტრაცია გავიარე და მოსაცდელ ოთახში დავჯექი სხვა ქართველებთან ერთად. მოვიდა გაფრეენის დრო და კიდევ ერთი რეგისტრაციის გავლა მოგვიწია თვითმფრინაშვი ასვლამდე. რომ წამოიშალა ხალხი და დადგა რიგი, ერთმანეთს ასწრებდნენ, ვინ მალე გაივლიდა რეგისტრაციას და ავიდოდა თვითმფრინავში. ყაყანი, ერთმანეთზე მიჯდომა.
მესაზღვრემ 4-ჯერ მისცა შენიშვნა (ხმამაღალი ტონით) რიგი დაიკავეთ, დაიცავით დისტანცია და ერთ ხაზზე დადექითო. მე ამ დრო ვიჯექი, ვაკვირდებოდი ქართველებს და გულწრფელად გეუბნებით, სირცხვილით მოვკვდი. მე შემრცხვა ამ ადამიანების მაგივრად. ველოდებოდი, როდის გაივლიდა ყველა, რომ ბოლოს მივსულიყავი.
აი, ამ დროს დავინახე ის, რაც აქამდეც კარგად ვიცოდი, მაგრამ გუშინ დავრწმუნდი იმაში, რომ ევროპა არაფერს გიშველის, თუ შენ არ არ გაქვს შინაგანი კულტურა, თავმოყვარეობა და ღირსება. ამას ევროპაში კი არა, არსად არ ასწავლიან. თუ ხარ სულით ბანძი და გაუთლელი, დარჩები ისეთად, სადაც არ უნდა იცხოვრო! ვერავინ და ვერაფერი შეგცვლის, ხარ შეუმდგარი და მორჩა!
ხო, კიდევ ერთი რამ მაღიზიანებს ქართველებისგან და მაინტერესებს, რატომ აკეთებთ ამას.როგორც კი პილოტი გამოაცხადებს, საქართველოს საჰაერო სივრცეში შევედიო, ეგრევე გესმის ქამრების გახსნის ხმა და ფეხზე წამომდგარი ჩასასვლელად მზად არიან, მერე ისევ ბორტამცილებლის ხმა, დასხედით, შეიკარით ქამრები და დაელოდეთ თვითმფრინავის დაშვებას.
რატომ აკეთებთ ამას? ან თვითფრინავში ასვლას რატომ ჩქარობთ, ან ჩამოსვლას?”.