,,ეს თოჯინა დაღუპული ბავშვის სახელზე მოგვიტანეს… ორი შვილი გარდამეცვალა… გთხოვთ, მითხარით, რა ვუყო ამას” – ახალგაზრდა ქალის უცნაური პოსტი

,,ეს თოჯინა დაღუპული ბავშვის სახელზე მოგვიტანეს... ორი შვილი გარდამეცვალა... გთხოვთ, მითხარით, რა ვუყო ამას" - ახალგაზრდა ქალის უცნაური პოსტიჰსოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში უცნაური სტატუსი გამოქვეყნდა. იმის გამო, რომ მიცვალებულის ე.წ. ტაბლის დარიგება დღემდე იციან, გთავაზობთ პოსტს, რა თქმა უნდა, ანონიმურად.

,,გთხოვთ, დამიდასტურეთ პოსტი. 18 წლის წინ ტრაგიკული ამბავი მოხდა, ავარიაში დაიღუპა მთელი ოჯახი და მათთან ერთად პატარა გოგო, 3 წლის. მე ძალიან ბუნდოვნად მახსოვს ეს ამბავი. 5 წლის ვიქნებოდი ალბათ. 40 დღის გასვლის შემდეგ ტაბლა დაარიგეს, ადრე ასე იცოდნენ და ახლაც თუ იციან, არ ვიცი..

ჰოდა, ეს თოჯინა იმ გარდაცვლილი ბავშვის სახელზე მოგვიტანეს, ანუ გასცეს. არ ვიცი, ნაყიდი იყო თუ სახლიდან წამოიღეს, გვაჩუქეს მე, ჩემს დას და ჩემს ძმას. მაშინ ახლად გამოიყურებოდა. ვთამაშობდით ხოლმე და ისევ თავის ადგილას ვაბრუნებდით.

ამ თოჯინას ხვეული, გრძელი, ულამაზესი თმა ჰქონდა და რამდემიმე თვეში ასე გასცვივდა მთლიანად. ვიცი, არავის ცუდი განზრახვა არ ჰქონია, პირიქით,  ყველას დაურიგეს, ზოგს ტანსაცმელი, ზოგს – რა, ზოგს – რა. მაგრამ რაც გავიზარდე და გავთხოვდი, 2 ბავშვი ნაადრევად გავაჩინე. პირველიც დაიღუპა,  მეორეც. ჯერ დაფეხმძიმების პრობლემა მქონდა. ახლაც ორსულად ვარ და აი,  უსაშინლესი ორსულობა მაქვს, ურთულესი.

ჩემი ძმა დაქორწინდა 1 წელია, ბავშვი ეყოლა და პრობლემა თავიდანვე ჰქონდა,  5 დღეა, რაც დაიბადა და ოპერაციას უკეთებენ უკვე. როგორ დასრულდება, არ ვიცით. შვილიშვილებით ვერ ხარობენ ჩემი მშობლები.

არ ვიცი, რაღას დავაბრალოთ. გთხოვთ, მითხარით, ამ თოჯინას რა ვუყოთ, აღარ გვინდა, სახლში გავაჩეროთ. გადაგდებისაც გვეშინოდა, უფრო უარესი არ მოხდესო. შეიძლება საერთოდაც არ იყოს ამასთან კავშირში, მაგრამ მაინც. დავწვა, თუ რა გავუკეთო, არ ვიცი”, – წერს ახალგაზრდა ქალი და თოჯინის ფოტოს აქვეყნებს.