ელისო კილაძე: ,,მიხეილ სააკაშვილი შეიძლება ციხეში გადაიყვანონ, დღეს გამოკვლევებს უკეთებენ”

ელისო კილაძე: ,,მიხეილ სააკაშვილი შეიძლება ციხეში გადაიყვანონ, დღეს გამოკვლევებს უკეთებენ",,ქრონიკა +”- ის რედაქტორი, ელისო კილაძე წერს, რომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანონ.
,,მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩაერთნენ, ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტის ციხეში დაბრუნების გეგმა გაააქტიურა. დღეს მას გამოკვლევებს უტარებენ და არაა გამორიცხული, ექიმებმა დასკვნა დადონ, რომ ჯანმრთელია. შესაბამისად, რუსთავში გადაიყვანონ! არადა სიცხეები აქვს,და დღეში ერთ კგ-ს იკლებს”.