,,ეგ ადგილი ხავსიანია და ფეხი ჩაუცურდა… მთელი სოფელი აქ არის, მაშველები ეძებენ ძმებს”

,,ეგ ადგილი ხავსიანია და ფეხი ჩაუცურდა... მთელი სოფელი აქ არის, მაშველები ეძებენ ძმებს",,პრაიმტაიმის” ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში 16 და 20 წლის ბიჭები საბანაოდ მამიდაშვილთან ერთად წავიდნენ.

„გუშინაც უბანავიათ, ბიჭებს დღესაც დაუნახავთ, ნამგალი ეჭირათ ხელში და მიდიოდნენო. აქ ჩამოსულები არიან, დედის სოფელში. ეგ ადგილი ხავსიანია და ორი მეტრი აქვს სიმაღლე ამ არხს. 16 წლის ბიჭი ფეხით ჩასულა, ჩასვლისას ფეხი ჩაცურებია, ძმა და მამიდაშვილი ზემოთ ყოფილან და მამიდაშვილი ამბობს, რომ მოვიხედე, ძმაც აღარ იყოო. როგორც ჩანს, საშველად გადახტა. მთელი სოფელი აქ არის, მაშველები ეძებენ“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მდინარეში დაკარგულ ძმებს უკვე რამდენიმე საათია ეძებენ.

პრაიმტაიმი