ძალიან სამწუხარო ინფორმაცია – ბავშვი ცხენისწყალში გარდაცვლილი იპოვეს

ძალიან სამწუხარო ინფორმაცია - ბავშვი ცხენისწყალში გარდაცვლილი იპოვეს,,თაიმერის” ჟურნალისტი ბერდია კალანდია ძალიან სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 6 წლის ბიჭუნა, რომელიც გუშინ დაიკარგა, მაშველებმა მდინარე ცხენისწყალში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის დედა ყველას სთხოვდა, რომ მის მოძებნაში დახმარებოდნენ. მისი თქმით, ბიჭუნა ბაბუას ჰყავდა წაყვანილი თავის და-ძმასთან ერთად, 5 წუთში კი ბავშვი გაქრა და მას შემდეგ ეძებდნენ.