დიდი ტრაგედია ერთ ოჯახში – უჯარმაში ძმების ცხედრები იპოვეს

დიდი ტრაგედია ერთ ოჯახში - უჯარმაში ძმების ცხედრები იპოვესძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა უჯარმაში. ძმები, 16 და 20 წლის ბიჭები დაიღუპნენ. ,,პირველის” ინფორმაციით, მაშველებმა ცოტა ხნის წინ მათი ცხედრები იპოვეს. ისინი დედის სოფელში ისვენებდნენ. როგორც ყვებიან, ძმები მამიდაშვილთან ერთად არხში საბანაოდ წავიდნენ.

,,ეგ ადგილი ხავსიანია და ორი მეტრი აქვს სიმაღლე ამ არხს. 16 წლის ბიჭი ფეხით ჩასულა, ჩასვლისას ფეხი ჩაცურებია, ძმა და მამიდაშვილი ზემოთ ყოფილან და მამიდაშვილი ამბობს, რომ მოვიხედე, ძმაც აღარ იყოო. როგორც ჩანს, საშველად გადახტა, – ამბობდა ერთ-ერთი ადგილობრივი გუშინ.