დევნილთა დასახლებში მომხდარ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

დევნილთა დასახლებში მომხდარ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვაკარალეთის დევნილთა დასახლებაში ძლიერ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. სახლში პაპა და შვილიშვილი იყვნენ, მათ ეძინათ. მეზობლებმა შვილიშვილის გამოყვანა მოახერხეს, მოხუცის გადარჩენა კი ვერ შეძლეს.

როგორც ყვებიან, ოჯახს ფულის გადაუხდელობის გამო გაზი ჩაჭრილი ჰქონდა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ხანძარი სიგარეტის ნამწვავმა გამოიწვია.