დავით სააკაშვილი: ,,ახლა გამოჩნდა, ბევრი ორპირი ადამიანის გარემოცვით რამხელა საქმეები გააკეთა”

დავით სააკაშვილი: ,,ახლა გამოჩნდა, ბევრი ორპირი ადამიანის გარემოცვით რამხელა საქმეები გააკეთა"საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი წერს, რომ ბოლო პერიოდმა აჩვენა, მის ძმას რამდენი ორპირი ადამიანი ჰყავდა გარემოცვაში.

,,ახლა უფრო კარგად ჩანს, რომ მიუხედავად ბევრი თურმე არაკეთილსინდისიერი და ჯიბრით სავსე ადამიანისა, რომლებიც მიკერძოებულად მხოლოდ საკუთარი ამბიციების და კეთილდღეობისთვის მოქმედებდნენ, მიუხედავად ყველაფრისამ რამხელა სახელმწიფოებრივი საქმეები გააკეთა მიშამ ან როგორ მოახერხა ახლა უფრო ჩანს თურმე ბევრი ორპირი ადამიანის გარემოცვით (საბედნიეროდ, ყველა არა, ბევრი ერთგული ადამიანი ახვევია გარს), მაგრამ მაინც “,,ზოგიერთის” ძველი თითქოს ,,თანამებრძოლის” დღეს უკვე თავშეუკავებელი მართლაც სამარცხვინო გამოხტომების გამო კიდევ უფრო ნათლად ჩანს მესამე პრეზიდენტის თავდაუზოგავი შრომა და თავდადება სახელმწიფოს წინსვლის და განვითარებისთვის, რასაც უახლესი ისტორია შეაფასებს.

მაინც კარგია, რომ ყველამ გამოავლინა ადამიანური თვისება თუ სახელმწიფოებრივი აზროვნება, ვფიქრობ, ესეც კარგია სამომავლო პროცესისთვის. მაგრად იყავი, მიშა, ხალხმა იცის, როგორ გტკივა შენი ქვეყანა და ამიტომაც ჩამოხვედი”, – წერს დავით სააკაშვილი.