,,დაარისხეთ ზარები, ხალხო! გვიშველეთ, ჩემო მეგობრებო, მწერლებო, ხელოვანებო!” – ციური ასპანიძე-მესხიშვილი

,,დაარისხეთ ზარები, ხალხო! გვიშველეთ, ჩემო მეგობრებო, მწერლებო, ხელოვანებო!" - ციური ასპანიძე-მესხიშვილიციური ასპანიძე-მესხიშვილი განგაშის ზარების შემოკრას ითხოვს სოფლების გადაწვისგან დასაფარად.
,,დაარისხეთ ზ ა რ ე ბ ი, ხალხო! დ ა ა რ ი ს ხ ე თ და ითხოვეთ მეზობელი ქვეყნებიდან დახმარება! ღ ა რ ი ბ ა შ ვ ი ლ ო! თორემ, თაობები შეგვაჩვენებენ!
მაინცდამაინც აწყური და თისელი, ურავლის ხეობა და საფარაც უნდა გადაიბუგოს? ვაააააა!- იტყვი რამეს და გამომიხტებიან აქ პარტიული ნიშნებით. თქვენი ხმა არ გავიგონო, თორემ! ისედაც გამწარებული ვარ. გესმით, ხალხოო? გესმით? მარტო ექსკურსიებზე და ტურებით კი არ უნდა ინტერესდებოდეთ მესხეთით, გვიშველეთ, თორემ წაიღებს ყვავ- ყორანი ისევ, როგორც ოდესღაც იყო! ფეხზე დადექ, საქართველოოოოოვ! ვტირი, მესხეთში ვისვენებ. დაკვამლიანება უკვე თურქეთის საზღვარს მისწვდა. შავშეთის, ერუშეთისა და მესხეთის ქედი აღარ ჩანს. კვამლშია გახვეული! საძინებელშიც კი სუნია, ყელი მეწვის. წარმომიდგენია, რა ხდება იქ. აწყური – ჩემი მშობლების სიყვარულის ნავსაყუდელია. გვიშველეთ, ჩემო მეგობრებო, მწერლებო, ხელოვანებო!” – წერს ქალბატონი ციური.