ბელა ალანია: ,,სიკვდილის წინ თავის ერთადერთ ვაჟზე, როგორ იქნება უჩემოდო” – შალვა ნათელაშვილს და გარდაეცვალა

ბელა ალანია: ,,სიკვდილის წინ თავის ერთადერთ ვაჟზე, როგორ იქნება უჩემოდო" - შალვა ნათელაშვილს და გარდაეცვალალეიბორისტების ლიდერს, შალვა ნათელაშვილს და გარდაეცვალა. მას სიმსივნე ჰქონდა. ბატონი შალვას დის ოჯახში რამდენიმე ხნის წინ ტრაგედია დატრიალდა, ერთადერთი შვილის მეუღლე, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია ავრცელებს:
,,ისე გვიახლოვდებოდა სიკვდილი, ხშირად ახლობელიც კი მეგონა. სადმე ცხრა მთას იქით კი არა, ყურისძირში იყო დაყურადებული. არც კი ჩათვლიმა, რომ კლანჭებიდან დაგვეხსნა ჩვენი ნინო. ვიბრძოდით, როგორმე გადაგვერჩინა,
სულ ტყუილად… ვერაგი სიმსივნე ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა. 73 წლის ჩემი მული, ნინო ნათელაშვილი, დღეს აღესრულა. სიკვდილის წინ მკითხა თავის ერთადერთ ვაჟზე, დათო როგორ იქნება უჩემოდო?! დათოს ხომ ერთი წელიც არ არის, რაც სიმსივნემ, 31 წლის მეუღლე წაართვა. პატარა კატოს ნინო ბებოც ვეღარ გაზრდის. ცხოვრების ამ სისასტიკეს არანაირი ლოგიკა არ აქვს. მოვასწარი მოვფერებოდი, მაგრამ მაინც ბევრი რამ დამრჩა სათქმელი…
ნინო მხოლოდ შალვას და არ იყო, იყო გამზრდელი და, რომელმაც შალვას ობლობა გაუადვილა. ჩემი მეგობარი და ჭირისუფალი. არავის ვეტკინებით მასავით?! ვერ ვუთხარი, მახრჩობდა ცრემლი, ვერ ამოვთქვი, ძალიან რომ მიყვარდა.  ვიცი, უფალი ჩაიხუტებს.
პანაშვიდი: ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს 17 საათიდან
დაკრძალვა კვირას, 14 სთ
(შალვა ნათელაშვილის სახლიდან)
სოფელი ბაზალეთი, დუშეთის რაიონი”.