5-ლიტრიანი ზეთი თურქეთში 25 ლარი ღირს, საქართველოში – 40 ლარზე მეტი – ქართველების რიგები თურქეთის მარკეტებთან

5-ლიტრიანი ზეთი თურქეთში 25 ლარი ღირს, საქართველოში - 40 ლარზე მეტი - ქართველების რიგები თურქეთის მარკეტებთანსაქართველოდან თურქეთში ყოველდღიურად ასობით საქართველოს მოქალაქე გადადის პირველადი მოხმარების პროდუქტების საყიდლად.

– მიღირდა აქ გადმოსვლა. 200 ლარი დავახურდავე და ვყიდულობ პრპდუქტს, რომ ოჯახი ვარჩინო… ძალიან დიდი შეღავათია, პროდუქტებს 40 პროცენტით ნაკლებად ვყიდულობთ, ვიდრე საქართველოში ღირს.  5 ლიტრი ზეთი თურქეთში 25 ლარი ღირს, საქართველოში 40-ზე მეტი ლარი, – ამბობენ თურქეთში გადასული მოქალაქეები ,,ბათუმელებთან”.