„ვენეციის კომისია ამ კანონის გაწვევის მკაცრი რეკომენდაციით გამოდის“ – რა წერია დასკვნაში

„ვენეციის კომისია ამ კანონის გაწვევის მკაცრი რეკომენდაციით გამოდის“ - რა წერია დასკვნაშივენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს. ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

„ვენეციის კომისია ამ კანონის მისი ამჟამინდელი ფორმით გაწვევის მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, ვინაიდან, მისი ფუნდამენტური ნაკლოვანებები მნიშვნელოვან ნეგატიურ შედეგებს მოიტანს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებისთვის, პრივატულობის უფლებისთვის, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებისთვის, ისევე როგორც დისკრიმინაციის აღკვეთისთვის. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე”, – ნათქვამია დასკვნაში (ინტერპრესნიუსი).

„ქართულმა ოცნებამ“ ახლახან გააკეთა განცხადება, რომ ვენეციის კო

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პროცედურების „ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს“.

“უპირველეს ყოვლისა, ვენეციის კომისია წუხს, რომ ეს კანონი, რომელიც სენსიტიურია ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე, ძალზედ კონტორვერსიულია ქართულ საზოგადოებაში, რასაც ქვეყანაში მასიური რეაქციები აჩვენებს, მიღებულ იქნა ისეთ პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისთვისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა – ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთებების ღია უგულებელყოფით. ეს კიდევ უფრო სამწუხაროა, ვინაიდან, 2023 წელს მსგავს კანონპროექტზე რეაქციებმა აჩვენა პოლარიზაცია მის მიღებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, იყო შინაარსიანი კონსულტაციების ჩატარების თვალსაჩინო და დემონსტრირებადი საჭიროება იმ პირებთან, რომლებსაც კანონი შეეხებოდა, განსაკუთრებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ონლაინ მედიასაშუალებებთან და მაუწყებლებთან. პროცედურების ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს”, – აღნიშნავს ვენეციის კომისია (ინტერპრესნიუსი).

მისიას დასკვნა არ აქვს სამართლებრივად დასაბუთებული და, მათი თქმით, რაიმეს განხილვასაც აზრი აქვს.