სოსო გოგაშვილის შვილის სახლიც გაჩხრიკეს – ,,ყველაზე უბედური ადამიანი ვარ… ვნახე, დედაჩემი როგორ ყვირის, არ მესროლოთო”

სოსო გოგაშვილის შვილის სახლიც გაჩხრიკეს - ,,ყველაზე უბედური ადამიანი ვარ... ვნახე, დედაჩემი როგორ ყვირის, არ მესროლოთო"სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი დაკავებულია. მისი დაკავება სახლში, სპეცრაზმით მოხდა. საგამოძიებო სამსახური სოსო გოგაშვილის ქალიშვილის, ნინი გოგაშვილის სახლშიც შევიდა, რომელიც ცალკე, დამოუკიდებლად ცხოვრობს. წაიღეს ნინი გოგაშვილის ლეპტოპები და სხვა ნივთები.

,,ყველაზე უბედური ადამიანი ვარ ჩემს ცხოვრებაში, როცა ჩემი ოჯახის გვერდით არ ვიყავი, როცა ბიძინა ივანიშვილოს და ქართული ოცნების დავალებით ჩემს სახლში შევარდნენ იარაღებით, შეაშინეს ჩემი 10 წლის ძმა, დედაჩემი…. და სოციალური ქსელიდან ვნახულობ დედაჩემის ვიდეოს, როგორ ყვირის, რომ არ ესროლონ… ღმერთს ვთხოვ, ჩემს ოჯახს ძალა მისცეს და თქვენ რომ პასუხს აგებთ აუცილებლად, ამაში ეჭვი არ მეპარება!” – დაწერა ნინი გოგაშვილმა. რამდენიმე საათით ადრე კი წერდა:

,,ჩემი ოჯახის წევრებს ახლაც ვერ ვუკავშირდები, ისიც არ ვიცი ცოცხლები არიან თუ არა! როცა ჩემს ოჯახს ტერორისტი მოკვლით ემუქრებოდა, მაშინაც კი არ გაუკეთებიათ მსგავსი რამ ჩვენს დასაცავად!!! სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლებ მე და ჩემი ოჯახი, რომ ქართულმა ოცნებამ მალე დაასრულოს ადამიანების გამწარება! თქვენ არ უნდა მართავდეთ ქვეყანას, არაადამიანებო!”.