სოსო გოგაშვილის მეუღლე: ,,ბავშვს არ ესროლოთ! ვაიმე, დედა, ბავშვი რა დღეში მყავს! არ ესროლოთ!.. სასწრაფო მოვიდეს” – 10 წლის და 4 წლის ბავშვების მდგომარეობა უცნობია

სოსო გოგაშვილის მეუღლე: ,,ბავშვს არ ესროლოთ! ვაიმე, დედა, ბავშვი რა დღეში მყავს! არ ესროლოთ!.. სასწრაფო მოვიდეს" - 10 წლის და 4 წლის ბავშვების მდგომარეობა უცნობიასუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ცოლი, თია მარტყოფლიშვილი უმძიმეს კადრებს აქვეყნებს, როგორ შევიდნენ მათ სახლში სპეცდანიშნულების წევრები იარაღებით.
,,შეხედეთ რა ხდება ჩემს სახლთან! ბავშვი ისტერიკაში ჩამივარდა! ტერორისტები გარეთ ჰყავთ, რომლებიც ჩვენს ლიკვიდაციას აპირებდნენ და ესენი გვიმიზნებენ… სასწრაფო მოვიდეს და ისე გავაღებ, ბავშვი ისტერიკაში მყავს!.. ხალხო, ნახეთ, რა ხდება! ვაიმე, დედა, ბავშვი რა დღეში მყავს! არაფერი არ ესროლოთ ბავშვს! ბავშვს არ ესროლოთ! გაეთრიეთ!” – ისმის ვიდეოში სასოწარკვეთილი ხმა თია მარტყოფლიშვილის.
სოსო გოგაშვილის ქალიშვილი, ნინი გოგაშვილი წერს, რომ ამ დრომდე დედასთან და მცირეწლოვან ძმასთან და ძმისშვილთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
,,დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი 10 წლის ძმა პეტრე და ჩემი 4 წლის ძმისშვილი, სავარაუდოდ, ამ დრომდე ისევ სახლში იმყოფებიან, იარაღით აღჭურვილ პირებთან ერთად. არავის არ აძლევენ შესვლის უფლებას, არ გვინახავს, როგორ არიან. 8 საათის განმავლობაში იმყოფებიან ასე! არაადამინები ხართ და პასუხს აუცილებლად აგებთ და ყველა ზომას მივმართავთ, რომ ყველამ გაიგოს,  სინამდვილეში რასაც წარმოადგენთ ამ ყველაფრის დამგეგმავები!!! გთხოვთ, ყველა კარგ ადამიანს, დამეხმარეთ ამ სიბოროტესთან ბრძოლაში, რომ გადავარჩინო ჩემი ოჯახი და იგივე თქვენს ოჯახებსაც არ დაემართოს”, – წერს ნინი გოგაშვილი.