პაატა ხაჩიძე: ,,ცოლი რომ გამშორდა, ბევრი ვიტანჯე”

პაატა ხაჩიძე: ,,ცოლი რომ გამშორდა, ბევრი ვიტანჯე'',,სარკე”, ავთო ჩიტიძე

ასაკით ყველაზე უფროსი “ქუჩის ბიჭი”, პაატა ხაჩიძე, სამი შვილის მამაა და კარგი მეოჯახეა, თუმცა ,,სარკესთან”აღიარებს, რომ ამ სტატუსისთვის ბრძოლას დიდი ხანი დასჭირდა და არც მისი შენარჩუნებაა ადვილი.

მას და მის ცოლს, ლილე გულორდავას, ქორწინებაში რთული პერიოდიც ედგათ. ორწელიწადნახევარი წყვილი დაშორებული იყო. გადალახულ პრობლემებსა და პირად ცხოვრებაზე პაატა ,,სარკესთან” გულახდილად საუბრობს.

– მუსიკალური ცხოვრების გარდა, ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?

-ბორჯომის პარკის ღონისძიებების ხელმძღვანელი ვარ. ეს საქმე ძალიან მიყვარს, რადგან საშუალება მეძლევა, ჩემს საყვარელ ქალაქში ბევრი კარგი საქმე გავაკეთო…

– ,,ქუჩის ბიჭებს” თაყვანისმცემლების არმია გყავდათ. გენატრებათ ის პერიოდი?

– რა თქმაუნდა, მენატრება ის პერიოდიც, როდესაც ჯგუფის თითოეულ წევრს არ გვქონდა ოჯახის მიმართ ამხელა პასუხიმგებლობა და მთელ დროს მუსიკას ვახმარდით. პირდაპირ ვიტყვი, რომ ოჯახებს სანამ შევქმნიდით, უფრო ბევრი კარგი სიმღერა იწერებოდა.ოჯახს დიდი დრო მიაქვს.

– ანუ ოჯახურმა ცხოვრებამ ერთმანეთისთვის დრო წაგართვათ?

– კი, წაგვართვა. “ქუჩის ბიჭებს” მეტის გაკეთება შეეძლოთ. მეორე მხრივ, ოჯახმა თითოეულ ჩვენგანს  ბევრი რამ მოგვცა. ბედნიერი კაცი ვარ, ასეთი ოჯახი რომ მყავს. მიუხედავად იმ რთული პერიოდებისა, რომლებიც იყო ჩემს ცხოვრებაში.

– მინდა, ამ კრიზისულ პერიოდს შევეხო. ვიცით, რომ ორწელიწადნახევარი თქვენ და ლილე გაშორებულები იყავით. რა მოგცათ ამ პაუზამ?

– სამი შვილი გვყავდა, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში რთული პერიოდი დაიწყო. ამ დროს ბევრ რამეს მივხვდი, ძალიან ბევრი ვიტანჯე. მივხვდი, რომ ოჯახს უფრო მეტი სიყვარული და გვერდში დგომა უნდოდა, ვიდრე მე ვაძლევდი. ჩვენი დაშორება უფრო ემოციების შედეგი იყო.

– როგორ დაიწყეთ სუფთა ფურცლიდან ცხოვრება, რა დაგეხმარათ?

– სიყვარული. ამ პერიოდში უფრო დავრწმუნდით, თუ რამხელა სიყვარული იყო ჩვენ შორის. ჩემს მეუღლეს ჯიუტი ხასიათი აქვს, როდესაც რაღაცას გადაწყვეტს, შემდეგ უჭირს უკან ნაბიჯის გადმოდგმა, ამიტომ მასთან ურთიერთობის აღდგენა გამიჭირდა.

ყოველთვის ვამბობ, როდესაც ოჯახი სიყვარულით იქმნება, უფრო დიდი შანსი აქვს წყვილს, ნებისმიერი წინააღმდეგობა გადალახოს. არც ბავშვების გამო შერიგება მიმაჩნია კარგ გამოსავლად, რადგან თუ სიყვარული არ არის, მარტო ბავშვების გამო ოჯახის შენარჩუნება არ ღირს.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”