ლალი მოროშკინა: ,,ჯანმრთელობა, ბატონო ბიძინა! ილოცეთ, რომ კარგად იყოს, სვავებო!”

ლალი მოროშკინა: ,,ჯანმრთელობა, ბატონო ბიძინა! ილოცეთ, რომ კარგად იყოს, სვავებო!"ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გუშინდელ ინფორმაციას ეხმაურება, რის თანახმადაც, საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს გადაუდებელი სამედიცინო კვლევები დასჭირდა.

,,დილიდან ზეიმი აქვთ ნაცებს, ბიძინა ივანიშვილი ბათუმის საავადმყოფოშიაო!ახლა კარგად მომისმინეთ, სვავებო! ბიძინა ივანიშვილი ხორციელი ადამიანია და არა კერპი, ცხადია შეიძლება პერიოდულად სამედიცინო დახმარება სჭირდებოდეს.

ახლა მეორე, ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ! ეს ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორია, რომ ყველა სადარბაზოსთან, აგარაკთან თუ რესტორანთან ცხვირ-პირი არ გიმტვრიოთ ხალხმა! თქვენ ძალიან ცოტანი ხართ, უბრალოდ ძალიან ხმამაღლა იხრწნებით! ჯანმრთელობა და ბედნიერება თქვენ, ბატონო ბიძინა!” – წერს ლალი მოროშკინა.